ბოდიშს ვიხდით მომხდარი ფაქტის გამო და გვინდა განვმარტოთ, რომ ბახმაროს წყალი აღნიშნული ეტიკეტით არასდროს ყოფილა განკუთვნილი რუსული ბაზრისა და რუსებისთვის. კომპანია ბახმაროს წყალს რუსეთში საერთოდ არ ყიდის.
7776 ცალი ბახმაროს ბოთლი, რომელიც განკუთვნილი იყო ბელორუსიის ბაზრისთვის, შეცდომით მოხვდა საქართველოს ბაზარზე.
ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას მომხდარზე. სიტუაციის გამოსასწორებლად და ჩვენი მომხმარებლების ნდობის შესანარჩუნებლად, ვიღებთ სასწრაფო ზომებს – თითოეული ბოთლი ამოღებული იქნება ქსელებიდან.
გულწრფელად ვიხდით ბოდიშს აღნიშნული უხერხულობისა და გაუგებრობისთვის. თქვენი ნდობა ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
სს წყალი მარგებელი არის ქართული კომპანია, რომლისთვისაც უპირველესი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებია!”,- ნათქვამია განცხადებაში.