,,გუნდმა იმსჯელა და გადაწყვიტა, რომ ევროკავშირისთვის “ფარდის ახდას” არ ვაპირებთ, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით.
“ფარდას ავხდიდით იმ შემთხვევაში ევროკავშირს, რომ არ ეღიარებინა ჩვენი ევროპული პერსპექტივა, ამ შემთხვევაში ჩვენ წინ წავიწიეთ ევროკავშირისკენ და ასეთ დროს, ბუნებრივია, არაფრისთვის ფარდის ახდას არ ვაპირებთ. საუბარი იყო სწორედ იმ ხელშემშლელ ფაქტორებზე, რომლებმაც რაღაცები განაპირობა, მაგრამ, საბედნიეროდ, რაღაცები ვერ განაპირობა. საუბარი იყო ამისთვის ფარდის ახდაზე, დღეს, როდესაც ევროკავშირმა მიიღო დადებითი გადაწყვეტილება და ჩვენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადავდგით ევროკავშირის მიმართულებით, რა თქმა უნდა, ამ უხერხულობების გარეთ გამოტანისგან, ბუნებრივია, თავს შევიკავებთ. ეს არის შეჯერებული პოზიცია ჩვენ გუნდში, ამაზე გვქონდა, რა თქმა უნდა მსჯელობა, როდესაც ევროკავშირი შენკენ დგამს ნაბიჯებს, რა თქმა უნდა, იქ რაღაც უხერხულობების გარეთ გამოტანა არ არის მიზანშეწონილი”, – თქვა ირაკლი კობახიძემ.
ავტორი