„გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლდა. აღნიშნულის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან სასამართლო პროცესზე არასრული მტკიცებულებების წარდგენა იყო. შესაბამისად, სასამართლო პროცესი გადაიდო. იქიდან გამომდინარე, რომ ჩალაგაშვილის დაკავებიდან 12 საათი გავიდა, იგი მოსამართლემ სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გამარჯვებული საქართველოს“ წევრი გურამ ჩალაგაშვილი წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე დააკავეს.