“რაჭა ჩემი სიყვარულის” გადაღებისას, ბრატისლავაში მიმავალმა ქართველმა მსახიობებმა ტელევიზორები წაიღეს გასაყიდად.
ამ “სავაჭრო ოპერაციის” ერთ-ერთი “მონაწილე” გურამ ლორთქიფანიძე იხსენებდა:
“პატარა ტელევიზორები გადისო, ვიღაცამ გვითხრა და მე, იპოლიტე ხვიჩიამ და დოდომ ვიყიდეთ. გავდივართ “ტამოჟნიაზე”, გვართმევენ. როგორც იყო გავიტანეთ. დიდი “ბარიგები” ვართ, რა. რამდენიმე დღეში მეუბნება იპოლიტე: არ გადის, ბიჭო, ტელევიზორები, არ ყიდულობენო.
დოდომ და იპოლიტემ დასცხეს იქ ერთმანეთს. შენ რა მსახიობი ხარ, მე ყველა მიცნობს, შენზე მაგარი მსახიობი ვარო.
იპოლიტემ: აბაშიძეები გამყიდვლები ხართ, ხალხს ყიდდითო. შეხედა დოდომ, იპოლიტე სანაპიროზე დგას ტრუსიკ-მაიკით (რას ჰგავდა) და შენისთანას გავყიდიდით, აბა რას ვიზამდითო.
მოკლედ როგორც იყო, გავყიდეთ ის ტელევიზორები და რა ვიყიდეთ – ორი ტრუსიკი, “ადიდასის” მაისური და წამოვედით.
ხომ იცით, მაშინ ჩვენთან რა ხდებოდა. ახლა ყველაფერია, მაგრამ ფული არ არის”.
ავტორი