ჰომოფობიური ჯგუფის ლიდერების გურამ ფალავანდიშვილის და ზურაბ მახარაძის სახლებში ჩხრეკა მიმდინარეობს. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ სხვადასხვა მისამართზე მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
გავრცელებული ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია კონსტანტინე მორგოშიას სახლში. რადიო თავისუფლება ცდილობს სხვა დეტალების გარკვევას.
სამივე მათგანი 5 ივლისს “ღირსების მარშის” საწინააღმდეგოდ დაგეგმილი კონტრაქციების ლიდერები არიან. ამ დღეს მინიმუმ 55 პირი დაშავდა, მათ შორის 53 ჟურნალისტი.
ინფორმაცია ჩხრეკის შესახებ თავდაპირველად “რუსთავი 2-მა” გაავრცელა.