„ცენტრ პოინტის“ საქმეზე ბრალდებული მაია რჩეულიშვილის ადვოკატი არ გამორიცხავს, პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართონ. გუკა რჩეულიშვილი კი ამბობს, რომ შეწყალებისთვის მიმართონ, თავს დამნაშავედ უნდა თვლიდნენ. თუმცა, რჩეულიშვილის თქმით, გა,ორიცხული არაფერია.
“ჯერ თავს ვიკავებთ. პრობლემა გლობალურია და არა ამ ერთ ეპიზოდში. სხვა ამოცანაა მნიშვნელოვანი. არც ვთვლით, რომ შესაწყალებლები ვართ. ვთვლით, რომ დაზარალებულები ჩვენც ვართ. გვაზარალა გლობალურმა მოვლენებმა, რაც შემდეგ ჯაჭვური რეაქციით კლიენტებზე გადავიდა. თავს დამნაშავედ უნდა თვლიდე, რომ შეწყალებაზე მიმართო. არ ვთვლით, რომ ამ პოზიციაში ვართ. მივმართავთ თუ არა პრეზიდენტს? გამორიცხული არაფერი არ არის”, _ განაცხადა გურამ რჩეულიშვილმა.
მაია რჩეულიშვილს და რუსუდან კერვალიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ 4-4-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა.
გურამ რჩეულიშვილი 30 000-ლარიანი გირაოთი 6 აპრილს გაათავისუფლეს. მას წინასწარი პატიმრობის 9-თვიანი ვადა 12 აპრილს ეწურებოდა.
პროკურატურა მათ თაღლითობას და თანხების მითვისებას ედავება.