https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

    გურული ისტორიები

    შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

    ,,ტირილი” ძველ გურიაში

  • ფეისბუქსტატუსები

    “დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

    “ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

    უნდა მივიღოთ თუ არა „სიცხის დამწევი“ პრეპარატები ვირუსული ინფექციის დროს

    “როგორც აღმოჩნდა, ბაჩო დააკავეს და ანა გამოუშვეს” _ მძინარაშვილი

    გლდანიდან საგანგაშო ინფორმაცია ვრცელდება – “მშობლებო, იყავით ფრთხილად”

    დაბადების დღეს ვულოცავ პრეზიდენტს, რომელმაც… _ ნანუკა ჟორჟოლიანი

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    ირანში დაკავებულ 26 წლის ერფან სოლტანს პროკურატურამ ბრალი გადაუკვალიფიცირა

    ირანის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, მომიტინგეების ჩამოხრჩობის ან სხვაგვარად სიკვდილით დასჯის უახლოესი გეგმები არ არსებობს

    ტრამპი: „უკრაინა ნაკლებადაა მზად სამშვიდობო ხელშეკრულების დასადებად, ვიდრე რუსეთი“

    რუსებმა კრივი-რიჰი დაბომბეს

    რუსეთის მიერ უკრაინაზე განხორციელებული თავდასხმების შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა, გაითიშა გათბობა და ელექტროენერგია

    გაერო-ში რუსეთის ელჩი – ვიდრე კიევის ბანდის ლიდერი გონს არ მოეგება, ჩვენ პრობლემების სამხედრო გზით მოგვარებას გავაგრძელებთ

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გურია -ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი

11:48; 25.03.2025
ისტორია
Share on FacebookShare on TwitterEmail

                        ,,გურულს იარაღი ხელში და წინ მტერი, – აი, მისი საქმე.”

გიორგი წერეთელი.

დასაბამიდან ბევრს საუბრობენ გურულების სიფიცხეზე, ჯერ კიდევ ვახუშტი ბაგრატიონი წერდა: ,,…კეთილ-მგალობელ-მწიგნობარნი, მშვიდნი, არამედ მყის გულმწყრალნი.” 

გაზეთი ,,დროება”, #19, 1872, აღნიშნავდა: ,,ვის არ მოეხსენება, რომ წინეთ გურიაში, სიფიცხისა და დაუდევრობის გამო, ძრიელ ბევრი კაცის მკვლელობა ხდებოდა ხოლმე: ვისმე რომ შეეგინებინა გურულისათვის, ის მაშინვე გაბრაზიანებული ახტებოდა და ზედ მივარდებოდა ხანჯლით და დამბაჩით: ,,ღმერთო კი მოჰკალი გოგია, მაგისთანა ყაზახმა, რომ შეაგინოს! თავი რათ მინდა ცოცხალიო, ამისთანა აბდალა ყაზილარმა რომ დამიბრიყვოსო!” ერთს კი არ დაჯერდებოდა, იძრობდა ხანჯალს, დამბაჩას, თოფს, ხმალს და ეგრე აღელვებული მივარდებოდა სასიკვდილოთ კაცს. რასაკვირველია, ამ შემთხვევაში, თუ პირველი პირი ითხოვდა დანაშაულობის მიტევებას, იქნება მაშინ ცოცხალი დარჩენილიყო, თუ არა და ხშირათ სიცოცხლეს გაუქრობდა ხოლმე. ამისთანა უბედურება გურიაში მანამ ძრიელ ხშირათ ხდებოდა ხოლმე“.

გურულის საინტერესო დახასითებას იძლევა ორი რევოლუციამდელი რუსული ენციკლოპედია: ,,ფიზიკური ტიპის მიხედვით გურულები ქართველებს შორის ყველაზე ლამაზ ხალხად ითვლებიან, განსაკუთრებული სილამაზით ქალები გამოირჩევიან. გურულები მამაცი, შესანიშნავი მსროლელები და შესანიშნავი მოსიარულეები არიან. ისინი უაღრესად მეგობრულები არიან, თავიანთი სიტყვის ერთგული, მაგრამ ამავე დროს ძალიან ფიცხები და თავშეუკავებელნი. არც თუ იშვიათად, გურულებში, წყენა სისხლიანი გარჩევით მთავრდება. გურული ფანატიზმამდე მორწმუნეა, მარხვას მკაცრად ასრულებს, მაგრამ ამ მარხვის დროს არც კი დაფიქრდება ისე მოკლავს ადამიანს“.  Большая Энциклопедия  Петербург  т-ва Просвещение ტომი Ⅶ 1905 წ.

,,გურული… საშუალო სიმაღლის, ლამაზი, შავგვრემანი, პროპორციული და ძლიერი აღნაგობისაა, სწრაფი, ამაყი, თავმოყვარე, პატიოსანი და კეთილშობილი, შესანიშნავი შესაძლებლობებით დაჯილდოებული, მეომარი და მამაცი, ატარებს თავისებურ სამოსს, რომელიც  ესპანურ ხალხური კოსტუმს წააგავს. მართალია გურული ზღვის პირას ცხოვრობს, მაგრამ ის ენთუზიაზმით ეწევა სოფლის მეურნეობასა და მეღვინეობას და არ იჩენს არავითარ მიდრეკილებას ნაოსნობისა და ვაჭრობისკენ“. Энциклопедический словарь Брокгауза и Ефрона Петербург ტომი Ⅸ 1893

XX საუკუნის დასაწყისში ჟურნალ ,,მოგზაური”-ს ჟურნალისტი კონსტანტინე გვარამაძე გვამცნობდა: ,,გურულს გული მოუვა თავისი სიფიცხითა, რადგანაც მას სული ცხირში აქვს. მაგრამ ერთი კარგი თვისებაცა აქვთ, რომ დამშვიდება მყისვე იციან. ღმერთმა ნუ ჰქმნას დიდხანს გასწეოდა გურულს გულის მოსვლა, თორემ თქვენი მტერი, ერთმანეთს ისე ამოჟლეტდნენ, რომ დღეს აღარ იქნებოდნენ… გურული მეტად განსხვავებული ბუნების ადამიანს შეადგენს საქართველოში, როგორც სჩანს აწერილობიდგან. ამას უკეთესათ დავასურათებ ქართლ-იმერლებთან შედარებით. ტეტიას რომ აგინოთ იმისათვის სამაგიეროს არას გეტყვის; აქეთ რომ წამოხვიდეთ და სურამელს აგინოთ, სამაგიეროთ შეიძლება მიზეზი გკითხოს შეგინებისათვის; იმერეთში ხოროგაულელები _ კი ამისთვის სამაგიეროს შემოგაგინებსთ, ქუთათური იმერელი _ კი ცემა-ტყეპით და იარაღის დაშიშვლებით გადაგიხდიან, ხოლო გურული _ კი ამას წუთიერი სიკვდილით გადაუხდის მაგინებელს, იარაღით მაშინათვე გააციებს”.

ფრანგი მეცნიერი და არქეოლოგი ბარონ დე ბაი, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე საქართველოში რამდენჯერმე იმოგზაურა აღნიშნავდა, რომ ,,საქართველოში…. ხასიათის მიხედვით თუ  ვიმსჯელებთ, (გურულები) ისეთივე რეპუტაციით სარგებლობენ, როგორითაც გასკონელები საფრანგეთში.”  (დარტანიანი ნაღდი გურულია -ი.მ.).

,,არავისთვის გასაკვირი არ იქნება, – წერდა პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე აპოლონ წულაძე, – რომ გურული გლეხი რაღაც თავისებურია, ორიგინალურია, მასში ჯანყის და პროტესტის სულია, ის მასზედ ძლიერის მუდამ წინააღმდეგია.”

დიმიტრი ყიფიანი გურიის 1841 წლის ჯანყის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად (ფულადი გადასახადების შემოღებასა  და კარტოფილის მოყვანის ბრძანებასთან ერთად) გურულების ფიცხ ხასიათს ასახელებს: ,,…ეს არის უაღრესად მოთაკილე და წყენის ფიცხად ამყოლი ხასიათი გურულებისა… გაისმა ჯერ კვნესა, მერე ყვირილი, შემდეგ ტკაც-ტკუც და აპრიალდა ერთბაშად გურია, ეს პატარა, მშვენიერი მხარე, დასახლებული მართლმადიდებელი, პატიოსანი, მამაცი ხალხით…”

გრიგოლ რობაქიძე კი ამბობს: ,,ამაყია გურული: გურიაში ძალზე არის განვითარებული გრძნობა თავისი თავის ღირსებისა… ამაყობა და გამორჩეულობა ,,რბილ” გურულს სასტიკადა ხდის: ფირალად გავარდნა გურიაში ჩვეულებრივი მოვლენაა, – ფირალობას კი უმთავრესად ხასიათი უდევს საფუძვლად.”

ფირალებთან დაკავშირებით ერთი ამბავი მახსენდება: რომელიღაც სოფლის  მამასახლისი მფარველობდა ფირალებს და ყოველნაირად ეხმარებოდა. ეს გაუგეს და დაკითხვაზე წაიყვანეს.: ,,ჩამაჟინეს. მომიწყვეს დაკითხვა. მევიდა თლათ უფროსმა, მლანძღავს მარა რას მლანძღავს! მიბრაგუნებს ფეხებს. მე ქი ვარ გაჩუმებული შტიკივით, არ ვინძრევი. ბოლოს კიღამ წამატანა ულვაშზე ხელი. – აჰ, მაი არ იკადრო-მეთქინ, უთხარი, მაი არ იკადრო-მეთქი, – გუუმიორე. ულვაშზე ხელს როვა მუაკიდიებდი! იიც მიხთა, რომე ულვაშზე რავარც მომკიდებდა ხელც, ატვეჩაჲ აღარ ვიყაჲ აფერზე. იმას გავხლეჩთი ნაკერავზე იმავე წამში. მიხთა აი და გაჩუმდა”.

მიუხედავად ფიცხი ხასიათისა, დიმიტრი ბაქრაძის თქმით, გურულებში არ ყოფილა ვენდეტას ანუ სისხლის აღების ჩვეულება.

აღსანიშნავია, რომ ,,გურულები დანარჩენ ქვეყანას არაერთი წლით უსწრებდნენ…” აღნიშნავდა ავტორი ერიკ ლი.  ,,ჩვენი ქვეყნის საუკეთესო ნაწილი” – ასე მოიხსენიებდნენ გაზეთები გურიას.  საქართველოში ოზურგეთის მაზრა ერთ-ერთი განათლებული და განვითარებული კუთხე იყო, ,,საქართველოს საფრანგეთი”, როგორც ჟურნალისტმა კონსტანტინე გვარამაძემ უწოდა.  რუსული გაზეთი ,,ნოვოსტი” კი წერდა, რომ ,,გურია ერთი უკულტურესი კუთხეა არა თუ კავკასიაში, არამედ მთელ რუსეთში.”  სწავლას იქაური გლეხები ძალიან ეტანებოდნენ, მიუხედავად უკიდურესი გაჭირვებისა, არავითარ ძალას არ ზოგავდნენ სკოლების, ბიბლიოთეკების, სამკითხველოების გახსნისათვის,  რადგან მიხვდნენ, რომ უსწავლელი კაცი ,მჭადის ფასად არ ღირს.”  გურულებიდან წერა-კითხვის უცოდინარი მხოლოდ ხუთ პროცენტზე ნაკლები იყო, დანარჩენები ქართულთან ერთად, რუსულ ენასაც ფლობდნენ. მოსწავლეთა რაოდენობით, პროცენტულად, ოზურგეთის მაზრა პირველ ადგილზე იდგა არა მარტო კავკასიაში, არამედ რუსეთის მრავალ მაზრასთან შედარებითაც. თუმცა, მსურველთა რიცხვი ყოველთვის იმდენად დიდი იყო, რომ თედო სახოკიას თქმით, სკოლები ყველა მსურველს ვერ აკმაყოფილებდა ხოლმე და ხშირი ყოფილა შემთხვევები, როცა ბავშვები სასწავლებლიდან უკან გაუბრუნებიათ.  მსგავსი მდგომარეობა თითქმის ყოველ წელს ხდებოდა. მაგალითად, 1907 წელს 300-დე ბავშვი სკოლის გარეთ დარჩა.

იტალიელი ისტორიკოსი, მოგზაური და დიპლომატი ლუიჯი ვილარი, რომელმაც XX საუკუნის დასაწყისში კავკასიაში იმოგზაურა, წიგნში ,,ცეცხლი და მახვილი კავკასიაში” წერდა: ,,(გურიაში) ყოველ სოფელს აქვს საკუთარი ბიბლიოთეკა, სახელმწიფო საფოსტო განყოფილებებიდან ყველაზე დაშორებული სოფლებიც კი ყოველდღიურად ღებულობენ გაზეთებს თბილისიდან, ბათუმიდან და რუსეთიდან.”  საგულისხმოა, ალიხანოვ-ავარსკის სადამსჯელო რაზმის ოფიცრის, ედუარდ იუონის დაკვირვებაც: ,,(გურიაში) სახალხო განათლება უფრო მაღალ დონეზეა, ვიდრე (სხვაგან) რუსეთის დიდ იმპერიაში, რისი გარეგნული გამოხატულება სოფლის სკოლათა მშვენიერი შენობებიც გახლავთ.”  რუსულ გაზეთს ,,ნოვოსტის” (წერილი ,,ცნობის ფურცელმა” გადმობეჭდა) ,,გურულების განვითარების” ასეთი ფაქტიც მოჰყავს: რკინიგზიდან 25 ვერსით დაშორებულ ჩოხატაურში ფოსტა კვირაში ორჯერ მისდიოდათ. პრესა ყოველდღე რომ ჰქონოდათ, გლეხებმა საკუთარი ხარჯით დაიქირავეს ცხენოსანი, რომელიც ყოველ დღე გაზეთებით ამარაგებდა ჩოხატაურლებს. ამის შემდეგ ხალხი იკრიბებოდა, გაზეთებს ხმამაღლა კითხულობდა და მსჯელობდა. ,,როგორც ჰხედავთ, – წერს გაზეთი, – გურულები ისეთი ველურები არ არიან, როგორც პეტერბურგში ჰგონიათო.”

გურულებზე შემიძლია უსასრულოდ ვისაუბრო, ამჯერად წერილს დავასრულებ მარჯორი უორდროპის სიტყვებით: ,,გურულ ქალებსაც გრძელი ნაწნავები აქვთ, ხოლო თავს შავი ან ფერადი ელეგანტური მაქმანიანი მანდილით იმოსავენ. ორივე თავსაბურავი ძალიან ლამაზია – თუმცა, გურულებისა, შესაძლოა, უფრო ახალგაზრდულ იერს ჰმატებდეს ნაკვთებს, ვიდრე – ქართლელებისა, რომელიც მათ ღირსეულ გამომეტყველებას ანიჭებთ. მოკლედ ასე შეიძლება დავახასიათოთ ამ ორი განსხვავებული პროვინციის მოსახლეობა – ქართლელები უფრო სერიოზულად და დარბაისლურად გამოიყურებიან, გურულები კი სხარტები და მხიარულები არიან…“

გაზიარება8Tweet5Send

ამავე კატეგორიაში

ისტორია

ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

10:45; 14 იანვარი, 2026
ისტორია

“ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

15:02; 12 იანვარი, 2026
ისტორია

“ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

12:35; 4 იანვარი, 2026
ისტორია

გურული ისტორიები

10:27; 18 დეკემბერი, 2025
ისტორია

შობა და კალანდა გურიაში _ ამონარიდები სხვადასხვა მოგონებიდან

11:36; 15 დეკემბერი, 2025

"ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით"

თიბისი კონცეპტი და Coaching Lab გიწვევთ ტრენინგ პროგრამაზე „გუნდური ქოუჩინგი - ფუნდამენტი“

ყველა სიახლე

საზოგადოება

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე სლოვენია დაამარცხა

22:23; 15.01.2026
პოლიტიკა

სტრასბურგის სასამართლომ საქმეზე „ჯაში საქართველოს წინააღმდეგ“ გადაწყვეტილება მიიღო

22:00; 15.01.2026
საზოგადოება

ComCom-მა „ფორმულა მულტიმედია” პოლიტიკური პარტიისგან დაფინანსების მიღებისთვის გააფრთხილა

21:25; 15.01.2026
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: საქართველო არის ევროპაში ლიდერი ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით

20:41; 15.01.2026
საზოგადოება

საქართველოს ბაზარზე კიბოს გამომწვევი “ტყლარწი” გამოვლინდა

17:36; 15.01.2026
საზოგადოება

“ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტთა საყურადღებოდ!

16:55; 15.01.2026
ფინანსები

საქართველოს ბანკის ინოვაციური ბიბლიოთეკები ქმნის განათლებისა და შემეცნების შესაძლებლობას 18 000-ზე მეტი მოსწავლისთვის

16:38; 15.01.2026
სამართალი

ComCom-მა „ჯი-დი-ეს თი-ვი” საავტორო და მომიჯნავე უფლებების დარღვევისთვის გააფრთხილა

16:06; 15.01.2026
სამართალი

პოლიციამ ძალადობის ბრალდებით 1 პირი დააკავა

16:02; 15.01.2026
სამართალი

ავტომობილის ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

15:52; 15.01.2026
სამართალი

„სფერო ჰოლდინგის“ საქმეზე „სფერო ინვესტის“ დირექტორი, გიორგი მურუსიძე უცხოეთში დააკავეს

15:19; 15.01.2026
საზოგადოება

ყველაფერი ეს დემოკრატიული პროცესების მოკვლაა – კახაბერ კვაჭანტირაძე

15:04; 15.01.2026
საზოგადოება

სამართალდარღვევები ვეტერინარულ კლინიკებში

14:28; 15.01.2026
საზოგადოება

„სოფელ მერიაში მდებარე სოციალური საცხოვრისის სარდაფში არსებული მდგომარეობა არადამაკმაყოფილებლებად შეიძლება შეფასდეს“

14:18; 15.01.2026
საზოგადოება

სურსათზე ფასების კონტროლი თუ საბაზრო ეკონომიკაში პირდაპირი ჩარევა? გაიაფდება თუ არა პროდუქტი

13:54; 15.01.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“დაგაბანინათ თუ არა სოფო ბედიამ საშობაოდ დაუბანელი თავები” _ მიშა მესხი

15:41; 7.01.2026
0

“ვიცი, შევაღონე საზოგადოება ჩემი ტრაგედიით, მაგრამ ეს პოსტი აუცილებლად უნდა დავწერო!

12:29; 30.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო