ლანჩხუთი-ჩოხატაურის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში ნინო წილოსანი საკუთარ ფეისბუქგვერდზე საარჩევნო უბნებიდან წარმომადგენლების მიერ მიწოდებულ ინფორმაციას აქვეყნებს, საიდანაც ირკვევა, რომ ლანჩხუთის საარჩევნო ოლქში, სადაც სულ 38 საარჩევნო უბანია რეგისტრირებული, მმართველი გუნდის მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ლიდრობს.
„ქვემო აკეთი 67% ; ზემო აკეთი 56% ; ჭყონაგორა 57%; ჩოლობარგი 53%; არჩეული 63%; აცანა 58%; ქვიანი 56% ; გვიმბალაური 47%; ზემო შუხუთი 54%; ქვემო შუხუთი 46% ; მამათი 49%“-ასეთია ნინო წილოსანის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები, რასაც ზურაბიშვილის მხარდამჭერთა არაერთი კომენტარი მოჰყვა.
ერთ-ერთი ვინც წილოსანის მიერ გამოქვეყნებულ მონაცემებს ეხმაურება, ყოფილი პარლამენტარის, ბიძინა გუჯაბიძის მეუღლე მაკა სახურიაა: „გურია გვიქაჩავს! ეს კარგია“, _ წერს სახურია.