რამდენიმე წუთის წინ ქუთაისში დასრულდა საპლეიოფო შეხვედრა ლიგა-2-ის საგზურის მოსაპოვებლად, სადაც ლანჩხუთის „გურიამ“ 1-2 დათმო წყალტუბოს „სამგურალთან“. მიუხედავად ამ მარცხისა, საშინაოდ მოგებული 1-0 შედეგად „გურიამ“ლიგა-2-ს საგზური მოიპოვა.
როგორც ცნობილია, „სამგურალთან“ ბარიერის წარმატებით გავლისთვის „გურიას“ მოთამაშეები პრემიალურ თანხას მიიღებენ. ასევე შპს „ბლექ სი გრუპ მედიამ“ , რომელმაც კლუბს უკვე გაუწია სასპონსორო დახმარება , ზედა ლიგაში დაწინაურებისთვის დამატებით 10 ათას ლარს პრემიას აწესებს.