ჩოხატაურში, სოფელ გორაბერეჟოულის დენდროლოგიურ პარკში ტურიზმის ფესტივალი გაიმართა.
ფესტივალზე წარმოადგენილი იყო სანახაობრივი, შემეცნებითი და კულტურული ღონისძიებები. სტუმრებმა დაათვალიერეს ეთნოგრაფიული კუთხე, გაეცნენ გურიის ბევრ საინტერესო და უძველეს ტრადიციას.
ფესტივალში მედიასახლი გურია ნიუსიც მონაწილეობა რომლოს მოძრავი სტუდია ბრენდირებული მაისურები და სამაჯურები განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოიქცა.
ჩოხატაურში გამართულ ღონისძიებას მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობასთან ერთად გურიის გუბერნატორი, გია სალუქვაძე და ჩოხატაური-ლანჩხუთის ოლქის მაჟორიტარი დეპუტატი ნინო წილოსანი ესწრებოდნენ.