“გურია ნიუსის” კორესპონდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის ორგანიზაციას ახალ ამბებს იმერეთიდან აწვდის, ამიტომ “გურია ნიუსის” თანამშრომლების იზოლაციაში გადასვლის აუცილებლობა არ დგას.
“სველი თავით ვსაქმიანობდი ეზოში და მეორე დღეს თავი შეუძლოდ ვიგრძენი. საჭიროდ ჩავთვალე ექიმისთვის მიმემართა. ჩამიტარდა ტესტი და როგორც 2-დღიანი ლოდინის შემდეგ მოვიდა პასუხი, დამიდასტურდა კოვიდ-19. ინფიცირებულების შესახებ ახალ ამბებს ტელეფონით ვამზადებდი და მათთან შეხება არ მქონია. ვარ თვითიზოლაციაში. სიცხე არ მაქვს. ველოდები სპეციალისტებს, მეუღლეს და შვილს რომ აუღონ ნიმუშები“, _ ამბობს ნინო ნანიტაშვილი.