“გურია ნიუსის“ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, presa.ge-ს დირექტორი, ჟურნალისტი გიორგი კაპანაძე ზუგდიდის პოლიციის სამმართველოდან ფოთში გადაიყვანეს.
კაპანაძე პოლიციის დაუმორჩილებლობის და წვრილმანი ხულიგნობის ბრალდებით არის დაკავებული.
ოფიციალური კომენტარი კაპანაძის ადგილსამყოფელის შესახებ არ კეთდება. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ჩვენი წყაროს თქმით, იგი ფოთშია გადაყვანილი.
კაპანაძის ახლობლების თქმით, ჟურნალისტი ამ დრომდე არ დაკავშირებია ადვოკატს.