დღეს, ქალები საერთო მომავლისთვის – საქართველოს (WECF) ორგანიზებით მედია კონკურსის „მედია თანასწორობისთვის 2023″, დაჯილდოების ცერმონია გაიმართა. კონკურსი მიზნად ისახავდა გენდერული თანასწორობისა და ეთიკური გაშუქების ხელშეწყობას ჟურნალისტებში, ფოტოგრაფებში, ბლოგერებში, სოციალურ მედიაში კონტენტის შემქმნელებსა და მომავალ ჟურნალისტებში.
გამარჯვებულები გამოვლიდნენ 5 სხვადასხვა კატეგორიაში.
კატეგორიაში „საუკეთესო რეგიონული მედია პროდუქტი“ გამარჯვებულია „გურია ნიუსის “ ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე _ პირველი ადგილი (სტატია „ქალებს ემიგრაციაში მძიმე მდგომარეობაში უხდებათ მუშაობა“).
კატეგორიაში „საუკეთესო ცენტრალური მედია პროდუქტი“, გამარჯვებულია ნინო თარხნიშვილი. პლათფორმა „ჩაიხანა“ _კატეგორიაში „საუკეთესო ვიზუალური ნამუშევარი“, ფემეა;
კატეგორიაში „საუკეთესო ციფრული პლათფორმა“ _ გიორგი კუბლაშვილი.
კატეგორიაში „საუკეთესო სტუდენტური ჟურნალისტური ნამუშევარი“, WECF-ისა და წლევანდელი ჟიურის საერთო გადაწყვეტილებით, სპეციალური პრიზი ეთიკური მედიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის გადაეცა „ნეთგაზეთი/ბათუმელები“.
შემაჯამებელ ღონისძიებას და „მედია თანასწორონბის 2023“-ის დაჯილდოების ცერემონიას ევროკავშირმა, ნიდერლანდების სამეფოს საელჩომ და “ქალების საერთო მომავლისთვის – საქართველომ” (wecf) უმასპინძლეს.
ვულოცავთ “გურია ნიუსს” და გიორგი გირკელიძეს ამ წარმატებას და კვლავ ბევრ გამარჯვებას ვუსურვებთ.
ავტორი