ორგანიზაცია “Human Rights Vector” „ტოლერანტობის სამყარო“ და „Promo-LEX ინიციატივით და ორგანიზებით, „სოლიდარობის ძიება“ ფარგლებში დაგეგმილ კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდა. გამარჯვებულებს შორისაა “გურია ნიუსის“ ჟურნალისტი გიორგი გირკელიძე.
„გამარჯვებულებს შორის არიან ჟურნალისტები, ფრილანსერი ბლოგერები, სტუდენტები და მოსწავლეები. კონკურსში მონაწილეებს ყურადღება უნდა გაემახვილებინათ თავის ნამუშევრებში: ადამიანის უფლებათა და დემოკრატიის განვითარებაზე საქართველოსა და სამყაროში; საერთაშორისო სოლიდარობის ისტორიაზე; სოციალური და კულტურული მრავალფეროვნების წარმოჩენაზე,“_ გვითხრეს ორგანიზაციაში „ტოლერანტობის სამყარო“.
იგეგმება ასევე გამარჯვებულების ნამუშევრების ერთად თავმოყრა და ელექტრონულ ჟურნალად გამოცემა. გამარჯვებულებს გადაეცათ ფასიანი საჩუქრები და დიპლომები.
ვულოცავთ გამარჯვებულებს და კვლავ წარმატებებს ვუსურვებთ.