დღეს დუშეთსა და ფოთში საქართველოს საფებურთო ჩემპიონატის ლიგა 2-ის საგზურსთვის ორი საპლეოფო შეხვედრა გაიმართა. დუშეთში ლანჩხუთის „გურია“ ორმატჩიანი რაუნდის პირველ შეხვედრას სტუმრად ატარებდა იქაურ „არაგვთან“ და ემანუელ იაგრის მეცხრე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მინიმალური ანგარიშით იმარჯვა, რაც ამ ლიგაში დარჩენისთვის საკმაოდ დიდი ნაბიჯი იქნება.
რაც შეეხება ფოთში გამართულ მატჩს, მისმა შედეგმა, ფაქტობრივად, გადაწყვიტა პლეი ოფის გამარჯვებულის ბედი. მასპინძელმა „კოლხეთმა“ ვერაფერი გააწყო მესამე ლიგის მეორეადგილოსან წყალტუბოს „სამგურალთან“ და სამი უპასუხო გოლი მიიღო საკუთარ კარში. ეს კი იმას ნიშნავს, რომ განმეორებითი შეხვედრა უკვე ინტრიგის გარეშე დარჩა.