გადაუღებელი წვიმის შედეგად, ოზურგეთის სოფლებში დაზიანებულია გზები, დატბორილია სახლები.
სოფელ გურიანთის მკვიდრი, ოზურგეთის საკრებულოს წევრი, მაია ზოიძე „გურია ნიუსთან“ საუბარში ამბობს, რომ გურიანთის თემში რამდენიმე სახლი დაიტბორა, დაზიანდა სოფელ გურიანთის და ციხისფერდის დამაკავშირებელი ხიდი მდინარე სკურდუმზე, დროებით გათიშული იყო ელექტროენერგია.
_ დილის 8 საათიდან სოფელში დავდიოდი. ორ ოჯახში ნიაღვარი შეიჭრა. სოფელ ციხისფერდში, სადაც 25 კომლისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი ქვესადგური დგას, დილიდან შუქი გაითიშა. ენერგოსამსახურში როგორც კი დავრეკე, მაშინვე ამოვიდნენ და გააკეთეს. ამჟამად ამ ოჯახებს ელექტროენერგია მიეწოდება, _ გვითხრა მაია ზოიძემ.
მისივე თქმით, მდინარემ გაიტაცა ორი ნაგვის ურნა, რომელიც სოფლის სივრცეში იდგა. ასევე, მდინარე სკურდუმმა დააზიანა მასზე არსებული ხიდი.
_ მოსახლეობა ითხოვს გზისპირა არხების გაწმენდას. თუმცა, თავადაც რომ მოინდომონ და კარგ ამინდში, ჭიშკრიდან ჭიშკრამდე, გაასუფთაონ სანიაღვრე არხები, რომლებიც ერთხელ უკვე გაიწმინდა მუნუციპალიტეტის ძალისხმევით, კარგი იქნება, _ გვითხრა მაია ზოიძემ.
[sexy_author_bio]