დღეს, „გურია“-ბორჯომის“ მატჩის დაწყებამდე, ლანჩხუთის ცენტრალურ სტადიონზე, „გურიას“ ყველა დროის ერთ- ერთი გამორჩეული გულშემატკივრისა და მოამაგის, ევგრაფ შევარდნაძის ბიუსტი გაიხსნა.
ბიუსტის გახსნის პატივი „გურიას“ვეტერან, ლეგენდარულ ფეხბურთელებს თემურ ჩხაიძესა და ნოშრე ნარიაშვილს ერგოთ.
ცერემონიალს ბატონი ევგრაფის ქალიშვილი სოფო შევარდნაძე და ლანჩხუთის პირველი პირები დაესწრნენ.
აღსანიშნავია, რომ ლანჩხუთის ცენტრალური სტადიონი ევგრაფ შევარდნაძის სახელს ატარებს.