“გურიას სჭირდება დახმარება!
ამ ეტაპზე რაც მე და ჩემმა მეგობრებმა შევძელით არის ფბ ჯგუფის დაორგანიზება.
ჯგუფი შეიქმნა გურიაში მიმდინარე დიდთოვლობის და სტიქიური მოვლენების გამო დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
ემსახურება ინფორმაციის გაცვლას და მოხალისე ჯგუფების დაორგანიზებას.
ამჟამად რეგიონის ბევრი სოფელი მოწყვეტილია გარე სამყაროს, საჭიროა სასწრაფო დახმარება.
ჯგუფის მიზანია:


ინფორმაციის გაზიარება დაზარალებული ადგილების შესახებ

თუ გსურთ დახმარება, ჯგუფში გააზიარეთ ინფორმაცია თქვენი შესაძლებლობების შესახებ (ტრანსპორტი, დრო, რესურსები).
საშინელ დღეშია რეგიონი, ცენტრალური გზებიც არ არის გაწმენდილი, უმეტეს სოფლებში მეოთხე დღეა არ აქვთ შუქი, სასწრაფო-სამაშველოც ვერ მოდის ადგილზე უგზობის გამო.
კონკრეტულად ჩემს სოფელში ერთადერთი ტრაქტორიც გაფუჭდა, რომლითაც გზას წმენდნენ და თუ გააკეთებენ ტრანსპორტს ხვალ გაგრძელდება გაწმენდითი სამუშოები.
საკუთარ თავზე გამოვცადე ამათი უნიათობა, ოჯახის წევრს უწევდა ვიზიტი რაბიოლოგთან და გეგმიური აცრა, დილიდან ვარკვევ მუნიციპალიტეტის დონეზე რა შეიძლება ვქნა და გზის გაწმენდას ელოდებიან უშედეგოდ.
იქნებ, ისევ ჩვენ ხალხმა ვუშველოთ ერთმანეთს.” _ ამის შესახებ ფეისბუქჯგუფ დაიტოვეში ანა ბოლქვაძემ დაწერა.