გურიასა და შოვში თითოეული გარდაცვლილთა ოჯახისთვის 20 ათასი ლარის ფინანსური დახმარება გაიცემა, _ ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.
“კიდევ ერთხელ მინდა შევეხო შოვში დატრიალებულ ტრაგედიას და რამდენიმე დღის წინ გურიაში მომხდარ ტრაგედიას, რამაც 3 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. შოვში 32 ადამიანი, ჩვენი მოქალაქე შეეწირა დიდ ტრაგედიას, დიდ სტიქიას. ამიტომ ჩვენ გვქონდა მსჯელობა ამის თაობაზე და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გაიცეს ერთჯერადი ფულადი დახმარება გარდაცვლილთა ოჯახებისთვის – თითოეულ გარდაცვლილზე 20 ათასი ლარის ოდენობით” _ თქვა პრემიერმა.