ბოლო ინფორმაციით, გურიის სამივე მუნიციპალიტეტში 41 ადამიანი იმყოფება თვითიზოლაციაში.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის, არჩილ მჟავიას თქმით, ბათუმში 7 ადამიანის გადაყვანა მოხდა კარანტინში.
“ყველას ვურჩევ დაემორჩილონ წესებს. ახლა ურჩობის დროს არ არის. პატრული ყოველდღე ამოწმებს თვითიზოლაციაში მყოფ ადამიანებს, რადგან ზოგიერთი მათგანი არღვევს წესებს მოხდა მათი გადაყვანა ბათუმში,“ – გვითხრა არჩილ მჟავიამ.
არჩილ მჟავია ამბობს, რომ ადამიანებს, რომლებიც იმყოფებიან თვითიზოლაციაში არ აქვთ კორონავირუსი.
“უბრალოდ ამ ადამიანებმა უნდა შეასრულონ პროფესიონალების მიერ გაცემული წესები. ეს არ უნდა იყოს, არავისთვის საწყენი. არაერთი სატელეფონო ზარი არის და არაერთი კითხვა. ბევრს ჰგონია, რომ იზოლაციაში მყოფ ადამიანებს აქვს ვირუსი, რაც არასწორი ინფორმაციაა“_ გვითხრა არჩილ მჟავიამ.