საქართველოში ახალი კორონავირუსის ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე საქართველოს მოქალაქეები ოთხი მწარმოებლის ვაქცინებით აიცრნენ: “ფაიზერის,” “ასტრაზენეკას,” “სინოფარმისა” და “სინოვაკის” ვაქცინებით.
საქართველოში არის COVID-19 ვაქცინების დოზების დანაკარგები.
როგორც გამოცემა “კაქტუსი” წერს, ვაქცინა მაშინ იკარგება, როდესაც ერთი ფლაკონი იხსნება, მაგრამ საკმარისი რაოდენობის მსურველების არარსებობის გამო, ვაქცინების ნაწილი უკვე აღარ არის ვარგისი, ტემპერატურული რეჟიმის დარღვევის გამო.
“კაქტუსისთვის” NCDC-ს მიწოდებული მონაცემების თანახმად, საქართველოში 15 მარტიდან 1 ნოემბრის ჩათვლით, სულ 13 676 დოზა ვაქცინა დაიკარგა.
ვაქცინების დანაკარგები არის ყველა რეგიონში.
რაც შეეხება გურიის რეგიონს, აქ ჯამში 601 დოზა ვაქცინაა დაკარგული.
დაკარგულ ვაქცინებს შორის რაოდენობრივად ყველაზე მეტი ფაიზერის ვაქცინაა. რაოდენობა 297-ს შეადგენს. გარდა ამისა, დაკარგულია “ასტრაზენეკა”- 167, ხოლო “სინოფარმი”- 137.