ამ დროისთვის გურიაში 89 კაცია თვითიზოლაციაში და 18 კარანტინში – ეს ინფორმაცია “გურია ნიუსს“ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელმა, არჩილ მჟავიამ მიაწოდა.
სტატისტიკური მონაცემების თანახმად თვითიზოლაციაში მყოფი პირების რიცხვი იზრდება.
“ადამიანები ბრუნდებიან სამშობლოში. აეროპორტში ხდება კონტროლი. ისინი ირჩევენ ან კარანტინში წასვლას ან კიდევ თვითიზოლაციაში იქნება სახლში. თუ თვითიზოლაციის წესებს არ შეასრულებს ვინმე გადაყვანილი იქნებიან კარანტინში,“ – აცხადებს არჩილ მჟავია.