მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსი კიდევ 4 314 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა 4 519 პაციენტი.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 35 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 6 406 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4 314 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 1 687 შემთხვევა, აჭარა – 772, იმერეთი – 618, ქვემო ქართლი – 202, შიდა ქართლი – 175, გურია – 129, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 247, კახეთი – 317, მცხეთა-მთიანეთი -59, სამცხე-ჯავახეთი – 88, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 20.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 53 614 საიდანაც 6 841 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 3 110, აჭარაში – 903, იმერეთში – 973.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 423 პირი, მათ შორის, თბილისში – 612, აჭარაში – 146, იმერეთში – 320. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 307 პირი, მათგან თბილისში – 193, აჭარაში – 22, იმერეთში –3 459 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 1 619 – თბილისში, 1 298- აჭარაში.
43 314 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.