გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 13 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც „გურია ნიუსთან“ სატელეფონო საუბრის დროს რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულმა ზურაბ ნასარაიამ განაცხადა, ინიფიცირების შემთხვევების უმეტესობა ფოთის „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს უკავშირდება.
„13 ახალი შემთხვევა ლანჩხუთისა და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში ფიქსირდება. აღებულია ახალი ტესტები და ველოდებით პასუხებს და ძირითადად უკავშირდება ფოთის „აჭარა ტექსტილის“ კლასტერს, ერთი შემთხვევაა ლაითურის“,_ გვითხრა ნასარაიამ.
სულ საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 14440, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 7367,გარდაცვლილი – 113 ადამიანია.