გურიაში დღის მეორე ნახევრიდან ამინდი გაუარესდება. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„იწვიმებს. ტემპერატურა დღის 1-ელ საათამდე შენარჩუნდება 27 გრადუსი, მაგრამ 1-ლი საათის შემდეგ გრილ და ნოტიო ჰაერის მასების შემოსვლასთან დაკავშირებით დაკლებას დაიწყებს. ტემპერატურის კლება შენარჩუნდება 20 ოქტომბრის ჩათვლით. 19-20 ოქტომბერს შესაძლებელია ძალიან დაბალი +12-14 გრადუსი დაფიქსირდეს. შესაბამისად, მაღალ მთიან რაიონებში 20 ოქტომბერს მოსალოდნელია თოვა. 21 ოქტომბრის დილის საათებიდან გამოიდარებს და ტემპერატურა კვლავ მოიმატებს, განსაკუთრებით 22-23 ოქტომბერს“,_ ამბობს გვაზავა.
[sexy_author_bio]