ხვალიდან გურიაში ამინდის გაუერესებას ელოდებიან.
როგორც “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა დოდო გვაზავამ განუცხადა:
“გურიაში დღეს +12, +14 გრადუსი ფიქსირდება, მაგრამ ხვალ დაიკლებს +9 გრადუსამდე. მოსალოდნელია ნალექი, მაღალ მთაში თოვლი.
6 იანვარს დღის პირველ ნახევარში გამოიდარებს, თუმცა 6 იანვრის დღის ბოლოდან 8 იანვრის ჩათვლით მოსალოდნელია წვიმა. ჰაერის ტემპერატურა დაბლობ რაიონებში იქნება +3, +5 გრადუსი ღამით, მთაში მოთოვს. მაღალ მთაშიც ითოვებს და შესაძლებელია ძლიერი თოვაც იყოს.
8 იანვარს ნალექი შესუსტდება. დაბლობში დღის და ღამის ტემპერატურა თითქმის ერთმანეთს გაუტოლდება. ღამით თუ იქნება +3 გრადუსი, დღისით +5 გრადუსი დაფიქსირდება. შესაბამისად მთაში 0, ხოლო მაღალ მთაში -5 გრადუსი დაფიქსირდება.
9 იანვრიდან გამოიდარებს. ღამის საათებში ისევ ყინვაა მოსალოდნელი და დღისით ტემპერატურა +12, +13 გრადუსი სითბო”.