„გურიის მოამბის“ მიერ გავრცელებული ინფორმაცით, 55 წლის მამაკაცის, ზ.ჯ.-ძის მანქანა მას შემდეგ აფეთქდა, რაც ის მანქანაში ჩაჯდა.
კლინიკა „მედალფაში“ გვითხრეს, რომ ზ.ჯ.-ძეს ტერფის ძვლების დაზიანება აქვს. მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ის უკვე გაეწერა კლინიკიდან მისივე მოთხოვნით.
როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში “გურია ნიუსს” განუცხადეს, გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს და ტარდება შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები.
აფეთქება რესტორან ბერმუხასთან მოხდა.


































































