დღეს დილით ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შემოქმედში ბზიკის ნაკბენით ადგილობრივი მცხოვრები, 65 წლის გიზო ფრანგიშვილი გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, ის საავადმოფოში გადაიყვანეს, თუმცა უკვე გარდაცვლილი იყო.
ოზურგეთის სამედიცინო ცენტრ „მედალფას“ დირექტორი, დავით მდინარაძე „გურია ნიუსთან“ ამბობს:
„ვერ გეტყვით რისი ნაკბენით გარდაიცვალა. სამედიცინო დახმარება ჩვენ არ გაგვიწევია, რადგან უკვე გვამი იყო“.
როგორც გარდაცვლილის უახლოესი ადამიანები ამბობენ, გარდაცვლილს ბზიკმა, „ბაზმა“ უკბინა.