დღეს, გურიაში დამოუკიდებლობის დღე მოკრძალებულად აღინიშნა.
ჩოხატაურში მთავარ ქუჩასა და შენობებზე დამოუკიდებელი საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები გამოფინეს. ასევე, მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ყვავილებით შეამკრეს საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის მთავრობის პირველი თავმჯდომარე.
ლანჩხუთში მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსანდრე სარიშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ვლადიმერ ნანაძემ საქართველოს პირველი დამოუკიდებელი სახელმწიფოს მეთაურის, ნოე ჟორდანიას ბიუსტი გვირგვინით შეამკეს.
საზეიმოდ მოირთო და დროშები გამოიფინა ოზურგეთშიც.