https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    წყალდიდობის შედეგად ასობით ადამიანი დაიღუპა და დაკარგულად ითვლება (უცხოეთი)

    წვენის დიეტა

    “55 ობიექტის მშენებლობის საინჟინრო ზედამხედველობა გურიასა და აჭარაში”- ტენდერი გამოცხადდა

    საქართველოს ბანკის „საკუთარ თავთან გზავნილის“ კამპანიას უკვე 28 გამარჯვებული ჰყავს – მიიღეთ შანსი მოიგოთ 1,000 ან 10,000 ლარი

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

    ნიკა მელიას დაკავების კადრები

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    კიდევ ერთხელ გურული მხედრების შესახებ

    როგორ დაიწერა „დინამო, დინამო“

    „ფირალად“ გავარდნა

    გურიის აწიოკება გრძელდება!!!-  „ჩვენი ერთობა“, 26 მაისი, 1923 წელი

    დედის მოგონება

    „დამოუკიდებელი საქართველო“, მაისი, 1939 წელი

  • ფეისბუქსტატუსები

    “გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

    ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

    გია ხუხაშვილი მიმართვას ავრცელებს

    “რათა, შვილოოოოოოო, რათა” – გრიგოლია

    „ლაშიკო, ძალიან მენატრები“ – სალომე ბაკურაძე გარდაცვლილ მეუღლეზე

    default

    “ულამაზესი რა გიჩვენოთ? ჩემი გურია”- ბადრი ვადაჭკორია

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    რუსეთში Porsche-ს ყველა ავტომობილი თანამგზავრებიდან დაიბლოკა

    ვლადიმერ პუტინი – რუსეთი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ზოგიერთ პუნქტს არ დაეთანხმა

    კრემლი: პუტინმა მიიღო აშშ-ის ზოგიერთი წინადადება უკრაინასთან დაკავშირებით და მზადაა მოლაპარაკებები გააგრძელოს

    ვლადიმერ პუტინი: არ ვაპირებთ ევროპასთან ომს, მაგრამ თუ ევროპა დაიწყებს, მზად ვართ

    156 ადამიანი დაიღუპა- ხანძრის მიზეზს იძიებენ (უცხოეთი)

    “საუბარი კონსტრუქციული იყო” – უკრაინის პრეზიდენტი

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი
გურია ნიუსი
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

“გურიაში დათოვლილი მანდარინის ფოტოები რომ ვნახე თქვენს ვებგვერდზე, გული მეტკინა“

7:01; 28.01.2021
მთავარი თემა
Share on FacebookShare on TwitterEmail

გასული წლის შემოდგომაზე, ორიოდე თვის წინ, გურულ მეციტრუსეთა დიდ ნაწილმა მანდარინი ვერ გაყიდა. წელს უარესი მდგომარეობაა _ ციტრუსი არათუ გაუყიდავი, მოუკრეფავი და დაუბინავებელი დარჩა, ნაყოფზე დაათოვა და გულსაკლავად გამოიყურება თოვლის საფარქვეშ მოქცეული, მანდარინით გადაყვითლებული ხეები.

“გურია ნიუსი”, ესაუბრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების მცხოვრებლებს, რომლებსაც მანდარინი მოუკრეფავი დარჩათ. უფრო სწორად, არ მოკრიფეს იმის გამო, რომ ფიქრობდნენ, მაინც დაულპებოდათ. როგორც ვთქვით, ფაქტობრივად, ბევრს ეზარალა გასული წლის მოსავლის დიდი ნაწილი. იყო ასეთი შემთხვევებიც, როცა ოჯახმა მოკრიფა ათი ტონა და გაყიდა მესამედი, დანარჩენი გაუფუჭდა.

_ პანდემიაა და ჩაიკეტა ქვეყანაო, გვეუბნებიან. კი, მარა, სეზონის დასაწყისში რომ იმდენი მყიდველი დადიოდა, მაშინ არ იყო პანდემია? გაგვარკვიონ, რა ხდება! არ შეიძლება, ვინმემ ჩვენკენაც გამოიხედოს, მილიონერებით რომ არის პარლამენტი ავსებული? ვინც მოასწრო მანდარინის გაყიდვა ნოემბრის დასაწყისში, ცოტა ხეირი კი ნახა. ნახევარზე მეტს კი ეზარალა ან უფრო დაბალ ფასში გაყიდა. რა გახდა გურიაში ერთი ციტრუსოვნების ქარხნის აშენება? ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ, რომ ეს ყოველდღე ვუკიჟინოთ მთავრობას და მივიდეს მათ ყურამდე. სოფელი რომ ვერა და ვერ წამოდგა ფეხზე, დააბრალონ ისევ გლეხს, _ ასეთ საყვედურებს გამოთქვამენ “გურია ნიუსთან” ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლების: მერიის, კონჭკათის, ნაღობილევის, შრომის, ნატანების მცხოვრებლები, რომლებსაც გასულ შემოდგომაზე ციტრუსოვნები ეზარალათ.

მეციტრუსეები იხსენებენ კომუნისტების მმართველობის იმ დროს, როცა მარტო ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო და ციტრუსოვნებს აბარებდნენ.

_ ყველა სოფელში მიმღები პუნქტი იყო. მარტო ციტრუსი კი არა, არც ერთი ხილი არ რჩებოდა ჩაუბარებელი. მთავრობამ კეთილი ინებოს და ააშენოს ერთი არასტანდარტული პროდუქციის მიმღები ქარხანა მაინც. წარმადობასა და პროდუქციის გასაღებაზეც თვითონ იფიქრონ, ჩვენთან ერთად. ეს შესაძლებელია და ძალიან აუცილებელი, რომ ხალხმა ამოისუნთქოს. თუმცა, სწორედ ხელისუფლების მხრიდან არაა ნება. ჟურნალისტები უნდა დაგვეხმაროთ. საკრებულოს და მერიას ჩვენც უნდა მივმართოთ, რომ მთავრობამდე ხმა მივიდეს და მოთხოვნა კატეგორიული გახდეს, _ გვეუბნებიან ციტრუსოვანი პლანტაციების მფლობელები, ვანო და ციალა ღლონტები, ავთო ჩხარტიშვილი, შაქრო ლომჯარია და სხვები. ისინი განმარტავენ, ასევე, რომ ნატანებსა და მერიაში რომ “სატყუარა ქარხნებია” გახსნილი და სულ დაკეტილია, ისეთ საწარმოებზე ნუ მიგვითითებენო.

სოფელ შრომის მკვიდრი, კახა ჩხატარაშვილი “გურია ნიუსთან” საუბრობს არსებულ პრობლემაზე, გამომწვევ მიზეზებზე და გასაჭირიდან გამოსვლის გზებზე. რაშიც, მისი აზრით, მინიმალურად მაინც სახელმწიფოს მონაწილეობა აუცილებელია და ხელისუფლების ჩარევის გარეშე ეს არ მოგვარდება:

_ გურიაში, ათეული წლების შემდეგაც კი, არ თუ ვერ ჩამოგვიყალიბდა ციტრუსოვნების მოვლა-გასაღების კულტურა. ციტრუსოვნები ჩვენთან ერთადერთი შემოსავლის წყაროა, რომლის სწრაფი მოკრეფა-რეალიზება უნდა იყოს კარგად ორგანიზებული. დავანებოთ თავი გასული წლის პრობლემასაც. ყველამ ვიცით, პანდემიის გამო რაც მოხდა და ხდება _ მთელ მსოფლიოშია ეს პრობლემა. ამ ეტაპზე მაინც, სახელმწიფო ვერაფერს შემოგვთავაზებს _ არაა იმდენი თანხა, რომ სხვადასხვა პრობლემის გადაჭრისას, ხალხს შეუქმნან იდეალური პირობები. თუმცა, მანამდეც იყო შესაძლებელი და აწიც შეიძლება, რომ პატარა, მინიგადამამუშავებელი ქარხნები მაინც აშენებულიყო ისეთ დიდი სოფლებში, სადაც ციტრუსოვანთა მოსავალი ბევრია. მაგალითად, სოფელ შრომაში, სეზონზე 500 ტონა მანდარინი იკრიფება. შრომის თემში შემავალ სოფელ ორმეთში ოთხი ოჯახია ისეთი, რომლებიც 200 ტონა მანდარინს კრეფენ.

რაში გამოიხატება სახელმწიფოს დახმარება? ამ პატარა ქარხნებში გლეხი როცა მიიტანს, ვთქვათ, ათ ტონა მანდარინს, გადაიხდის გარკვეულ საფასურს და მას სანაცვლოდ ეცოდინება, როდის დახვდება ყუთებში ჩაწყობილი, დაფასოებული, დახარისხებული მანდარინი, მივა და წაიღებს. არაა საჭირო გიგანტური ქარხნების აშენება. ახლა ვინმემ მითხრას, იქნებ, რომ ქობულეთში არის დიდი ქარხანა და იქ ჩააბარონო. კი, ბატონო, არის, მაგრამ უზარმაზარი რიგებია. რომ გაგიშვან, სადღაც ფული უნდა გადაიხადო. გაჩნდა იქაც კორუფცია.

თუ ჩაბარების საშუალება არის, გასაღების პრობლემა არაა _ არავინაა სულელი, ათი ტონა მანდარინი ან უფრო ნაკლებიც, დაალპოს. გაჩნდება ასეთი აზრიც, თავად მოკრიფონ, ჩააწყონ ყუთებში და გაყიდონო. ასეც შვებიან, მაგრამ ის დახარისხება, ყუთებში ჩაწყობაც გაჭიანურებული პროცესია, რადგან არაა საკმარისი მუშახელი _ ყველას თავისი ბაღი აქვს, ვერ ასწრებენ. როცა ერთიანად მიიტანს გლეხი მინიქარხანაში, იქ ბევრად ადრე მოხდება დახარისხება-დამუშავება. მუშახელს შინაც ხომ უხდიან თანხას? თუმცა, ეს უფრო არაორგანიზებულია, სტიქიურად ხდება. ქარხანაში კი კლასიფიკაციაც სწრაფად მოხდება. თანხას იქაც გადავიხდით და წარმოება როცა უფრო იაფად და სწრაფად მოხდება, ბაზარზეც მაშინ გავალთ ადვილად და მყარად, _ ამბობს ბატონი კახა.

_ გვეზარალა გაჭირვებით მოვლილი, შეწამლული ციტრუსოვნები. ეს საცოდაობაა. დააბრალეთ ახლა ხალხს! ოზურგეთში ორი დიდი ქარხანა იყო კომუნისტების დროს მერიასა და დვაბზუში. ყველა სოფელში იყო მიმღები პუნქტები. გლეხს სოფლის გარეთ გატანის უფლებაც არ ჰქონდა, იქ უნდა ჩაებარებინა.

იტყვიან ახლა, რა დროს კომუნისტებიაო. რაღაც მსგავსი უნდა მოიმოქმედო, სახელმწიფო რომ ხარ და უკეთესი ვერაფერი შექმენი. რაც კარგი იყო, იმის გადმოტანა და გაზიარება, არაა სირცხვილი. ერთი გადამამუშავებელი, არასტანდარტული ქარხნის აშენება რა პრობლემა უნდა იყოს? _ კატეგორიული არიან თავიანთ შეფასებაში ნინო ნაკაიძე, მამუკა სალუქვაძე, ვანო დარჩია, გოჩა ხინთიბიძე და სხვები, რომლებიც ხშირად გვეხმიანებიან ციტრუსოვანთა პრობლემების გამო.

კითხვაზე _ არის თუ არა კონკრეტული მფლობელის ბრალი ის, რომ ხეზე დარჩა ნაყოფი, რის გამოც, შესაძლოა, თოვლმა ტოტები ჩამოხლიჩოს, გაბრაზებულები გვპასუხობენ: “ვიცით, გენაცვალე, მაგრამ, ადამიანი სულ იმედით ცოცხლობს. არ მოვკრიფეთ იმიტომ, რომ იქნებ, გაგრძელდეს კარგი ამინდიო _ მოკრეფილი უფრო ადრე გაფუჭდებოდა”.

არა ერთ ადამიანს, უფრო მათ, ვისაც საკუთარი პლანტაცია არ აქვს, საწინააღმდეგო აზრი გააჩნია:

_ ადვილია იმის თქმა, რომ ქარხანა და საწარმო უნდა აშენდეს. კარგი, აშენდა, დანადგარები დამონტაჟდა, პროდუქცია სად მიგაქვს? საქმე ბაზრიდან უნდა დაიწყო. სად მოიპოვონ გასაღების ბაზარი?! ამისთვის სახელმწიფოები დაობენ ერთმანეთში. რთული თემაა, თორემ ეროვნული პროდუქციის შექმნა და მისი რეალიზაცია, ეკონომიკის ამოსავალი წერტილია, _ გვეუბნება ოზურგეთელი ავთანდილ ბერიშვილი.

“გურიას ნიუსი” ესაუბრა გონიოს მკვიდრს, ინდმეწარმე ავთანდილ ზოიძეს, რომელიც გურიაში ციტრუსოვანთა გასაღების პრობლემის თაობაზე გამოქვეყნებული სტატიის გამო გამოგვეხმაურა:

_ ერთს გეტყვით, ნუ მიწყენენ ჩემი გურულები _ რატომღაც დღემდე ვერ ისწავლეს მანდარინის გეგმაზომიერად მოვლა-მოყვანა.

ვცხოვრობ გონიოში. პირადად მე ვყიდულობ მანდარინს _ ინდმეწარმე ვარ. დღესაც ვიბარებ ხარისხიან მანდარინს, უპრობლემოდ, რიგის გარეშე. ასევე, ვიბარებდი მთელი სეზონის მანძილზე.

გურიიდან აქამდე მანდარინის ჩამოტანა, ვფიქრობ, არ უნდა იყოს რთული საქმე. ყუთებიც ჩემი მაქვს. აქამდე ხარისხიანი მანდარინის მოტანა კი, ყუთების გარეშეც შეიძლება, დაუზიანებლად. მაგალითად, ხვალ, დილით, 20 ტონა მანდარინი მიმაქვს, უკვე დაფასოებული და გამზადებული. არ გჯერათ? აჭარაში მანდარინი არ დარჩენილა წელს გაუყიდავი. არც ხეზე დაუტოვებია ვინმეს. გურიაში დათოვლილი მანდარინის ფოტოები რომ ვნახე თქვენს ვებგვერდზე, გული მეტკინა და გაოცებული დავრჩი. ახლაც შეგიძლიათ, ჩემი ტელეფონი მისცეთ, ვისაც აქვს ხარისხიანი პროდუქცია, თორემ ამ წუთს რომ ხეზე მოკრეფს, ის საჩუქრადაც არ მინდა. კილოგრამს, ხარისხის მიხედვით, 60-დან 80 თეთრამდე ვიბარებ. ნებისმიერ დროს მომმართონ, _ გვითხრა ბატონმა ავთანდილმა.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ჩვენ რამდენიმე მოქალაქემ უკვე მოგვმართა და გადავეცით ავთანდილ ზოიძის კოორდინატები.

გაზიარება1Tweet1Send

ამავე კატეგორიაში

მთავარი თემა

აეროპორტში დრონების გამოჩენის გამო, ავიარეისები შეჩერდა და ათასობით მგზავრი დაზარალდა (გერმანია)

10:21; 3 ოქტომბერი, 2025
მთავარი თემა

ანზორ ერქომაიშვილი მთაწმინდამ ჩაიხუტა: „ როცა გარდაცვლილი ერს აერთიანებს “

16:04; 4 აპრილი, 2021
მთავარი თემა

“ლუკა, მამიკო, მიყვარხარ და მენატრები!“_ ნიკოლოზ ბასილაშვილი შვილს

17:03; 13 მარტი, 2021
მთავარი თემა

“არ გვინდა „ნამახვანი 2“ გახდეს სურების ხეობა ” – მოსახლეობის პროტესტი ჩოხატაურში

13:03; 2 მარტი, 2021
მთავარი თემა

სახლი, რომლის შენარჩუნება ისტორიულ მეხსიერებას სჭირდება

08:02; 22 თებერვალი, 2021

TIDA-ს ფარგლებში მონაცემთა ანალიტიკის შესახებ ონლაინ სესიები გაიმართება (R)

"მოგვაქციონ ყურადღება, რომ არ გავიქცეთ!"

ყველა სიახლე

სამართალი

ავტოსაგზაო შემთხვევა ჩოხატაურის ცენტრში

21:39; 5.12.2025
ზაფრანი

სასმელი, რომელიც მადას აქვეითებს

20:40; 5.12.2025
ზაფრანი

ზოდიაქოს ნიშნების სისუსტეები

20:35; 5.12.2025
ზაფრანი

ქატო გასახდომად

20:31; 5.12.2025
ზაფრანი

რა მივირთვათ ზამთარში რომ წონაში არ მოვიმატოთ

20:26; 5.12.2025
ფინანსები

SOLO-ს საახალწლო შეთავაზება მომხმარებლებს: შეხვდით 31 დეკემბერს Room Batumi-ში სტეფანესთან ერთად

20:16; 5.12.2025
საზოგადოება

ხანძარს კაცი ემსხვერპლა

20:09; 5.12.2025
ფინანსები

12 სტარტაპი, 8 ქვეყანა, 12-კვირიანი აქსელერაციის პროგრამა – საქართველოში 500 Global in Eurasia-ს შემაჯამებელი ღონისძიება Demo Day გაიმართა

20:07; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა ოზურგეთის მერიის აუდიტის სამსახურის მოქმედი მთავარი სპეციალისტი და ნატანების ყოფილი რწმუნებული დააკავა

18:03; 5.12.2025
პოლიტიკა

“ყალბად მოგონილი აჟიოტაჟია” – მიხეილ სარჯველაძე

17:37; 5.12.2025
საზოგადოება

რამდენ ლარად შეიძენთ დოლარს და ევროს 6 დეკემბერს

17:24; 5.12.2025
სამართალი

სუს-მა სკოლის დირექტორი დააკავა

17:18; 5.12.2025
ფინანსები

ბათუმში GOAL FITNESS-ის პირველი ფილიალი იხსნება – მხარდამჭერი საქართველოს ბანკია

17:06; 5.12.2025
ფინანსები

საქართველოს ბანკმა 2025 წელს 53 პარტნიორ ორგანიზაციასთან ერთად განათლების შესაძლებლობები 300 000-ზე მეტი ბენეფიციარისთვის შექმნა

15:51; 5.12.2025
პოლიტიკა

კობახიძე: შსს-მ იცოდა, რომ იყენებდა წყალს, კონკრეტულ ნივთიერებას, გამხსნელს, რომელიც იქნა შეძენილი თავის დროზე, დანარჩენს გამოძიება შეისწავლის

15:20; 5.12.2025

დღის ფოტო

დღის ფოტო

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025
0

პატარა ლუკა სიმონიშვილი პატივს მიაგებს სამშობლოს დამცველს

17:21; 26.05.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

“გავაცილე ადამიანი სიკეთე და ღიმილი,რომელიც ჩემთვის მეგობარზე მეტი იყო “

9:59; 5.12.2025
0

ინფექციონისტი ქიმიური იარაღის სკანდალს ეხმაურება

9:28; 5.12.2025

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2025 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო