_სოფელში „მაროჟნის“ გამყიდველი გამოჩნდა, _ წერს თავის ფესბუკგვერდზე ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მაკვანეთის მკვიდრი, ნუგზარ კალანდარიშვილი.
_დეკემბერია, მაგრამ ისეთი კაშკაშა მზე , მოწმენდილი ცა და სითბოა, შუადღისას ნაყინსაც დიდი სიამოვნებით მიირთმევ. ჰოდა, გურული რის გურულია, თუ სიტუაციის შესატყვისად სასწრაფოდ, მკვირცხლად არ იმოქმედა? ადგა ეს კაციც და გამოიტანა გასაყიდად, საახალწლო სუფრისთვის ზრუნავს მაგ „მაროჟნით“, ასე კი არაა საქმე, _ გვითხრა ნუგზარ კალანდარიშვილმა.