დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გურიაში იმყოფება და კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.
“გურია ნიუსის” კითხვაზე _ ხშირად გარდაცვლილთა ოჯახის წევრები გარდაცვალების მიზეზად მედპერსონალის არაპროფესიონალიზმს ასახელებენ. რამდენად გადამზადებულია პანდემიის სამართავად სამედიცინო სისტემის წარმომადგენლები და რა ვითარებაა ამ დროისთვის გურიაში, ასევე შეიძლება თუ არა უახლოეს დროში გურიამ მწვანე რეგიონის სტატუსი დაიბრუნოს, გამყრელიძე პასუხობს, რომ ალბათობა დიდია, რომ გურიამ ერთ-ერთმა პირველმა დაიბრუნოს მწვანე რეგიონის სტატუსი.
“გურიაში ეპიდსიტუაცია ყველა რეგიონთან შედარებით უკეთესია. ინციდენტობის მაჩვენებელი, ისევე, როგორც დადებითობის მაჩვენებლი სტაბილურია და ბოლო ორი კვირის განმავლობაში ნარჩუნდება 2-3%-ის ფარგლებში. ბოლო შვიდი დღეა 2%-საც ჩამოცილდა, რაც ძალიან კარგია. ამიტომ ალბათობა დიდია, რომ გურიამ ერთ-ერთმა პირველმა მწვანე რეგიონის სტატუსი დაიბრუნოს. მით უმეტეს, რომ ეს არ არის დიდი რეგიონი. კარგი ორგანიზატორობით და მიმყოლობით ავცრათ მოსახლეობის დიდი ნაწილი და ეს სავსებით შესაძლებელი იქნება მომავალი 3-4 თვის განმავლობაში.
რაც შეეხება თქვენს პირველ კითხვას ექიმებთან დაკავშირებით, სამედიცინო საზოგადოება გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საზოგადოება ქვეყანაში, რომელმაც უდიდესი როლი ითამაშა ქვეყნის განვითარებაში და მისი ყველა კრიზისული სიტუაციის დროს იყო პირველი. მესმის, რომ ყველგან არის კარგი და ცუდი, მაგრამ იმას, რომ სამედიცინო პერსონალი არაპროფესიონალია, ნამდვილად ვერ დავაბრალებ, _ განაცხადა ამირან გამყრელიძემ.