გურიაში ჰაერის ტემპერატურის ვარდნას და თოვლს პროგნოზირებენ.
“გურიაში 12 იანვრიდან ცივი ჰაერის მასების შემოსვლაა მოსალოდნელი. ამინდი მკვეთრად შეიცვლება. დღის ბოლოდან გაწვიმდება, მაღალ მთაში გათოვდება. მაღალ მთიან და მთიან რაიონებში 13 იანვრიდან 17-18 იანვრამდე ითოვებს. ტემპერატურა მკვეთრად დავარდება. დაბლობ რაიონებში 0, +2 გრადუსს შორის იმერყევებს, შესაბამისად დღის ტემპერატურა +4, +6 გრადუსი იქნება”,_ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბრისას გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელი დოდო გვაზავა.