გურიაში უახლოესი დღეების განმავლობაში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ამის შესახებ „გურია ნიუსს“ გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი პროგნოზების სამართველოს უფროსმა დოდო გვაზავამ განუცხადა.
„უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. 5 აგვისტოს ჩათვლით ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ნარჩუნდება +31, +33 გრადუსი.
6-7 აგვისტოს, შესაძლებელია, ჰაერის ტემპერატურამ მკვეთრად მოიმატოს და +37, +39 გრადუსი დაფიქსირდეს“,_ გვითხრა გვაზავამ.
[sexy_author_bio]