გასული 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 5 697 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან 170 გურიაში დადასტურდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 713 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 54 პაციენტი.
ამასთან, გასული 24 საათის განმავლობაში ქვეყანაში ჩატარდა 44 536 ტესტი.