გურიაში გასული 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 87 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრევენციის ცენტრის მიერ გავრცელებულ მონაცემებშია ნათქვამი.
სულ გასულ 24 საათში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების 3410 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 4732 პაციენტი, გარდაიცვალა 46.