გურიაში კოვიდინფიცირების შედეგად კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვალების ერთი შემთხვევა ჩოხატაურში, მეორე კი ოზურგეთში დაფიქსირდა.
ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, გარდაცვლილი დაბლაციხეში მცხოვრები ქალია.
კორონავირუსით დაინფიცირების შემთხვევა გარდაცვლილის მთელ ოჯახში იყო დაფიქსირებული. გარდაცვლილი ქალბატონი კი სამკურნალოდ სტაციონარში იყო გადაყვანილი.
ცნობისთვის, ჩოხატაურში კოვიდინფიცირების შედეგად 21 ადამიანია გარდაცვლილი.
რაც შეეხება, ოზურგეთს, ინფიცირების შედეგად 60 წლამდე ასაკის მამაკაცი გარდაიცვალა.
„გარდაცვლილი ოზურგეთის მცხოვრებია. ინფიცირების დადასტურების შემდეგ გადაყვანილი იყო სამკურნალოდ ბათუმში, სადაც დაფიქსირდა გარდაცვალების შემთხვევა“,_ ამბობენ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში.
მომხდარი ოზურგეთში გარდაცვალების 75-ე შემთხვევაა.
[sexy_author_bio]