გურიაში კოვიდინფიცირებული პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვალების შემთხვევა ჩოხატაურში დაფიქსირდა.
გარდაცვლილი ფარცხმის მცხოვრები ქალბატონია.
„გურია ნიუსს“ ჩოხატაურის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა, ნატო ჯიბუტმა განუცხადა, რომ ინფიცირებული პაციენტი მკურნალობას კოვიდკლინიკაში გადიოდა.