გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება მარინა ენდელაძემ გააკეთა.
საქართველოში გასული 24 საათის განმავლობაში 887 ინფიცირების ახალი შემთხვევა დარეგისტრირდა, 246 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა, გარდაიცვალა 11.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა 124-ს შეადგენს. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის სულ 15 327 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 7 613-ს შეადგენს.