გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში ინფიცირების 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 24 562 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობაა 9 751, გარდაიცვალა 183 პაციენტი.