გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 61 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე გააკეთა.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა – 85952, გამოჯანმრთელებული – 68929, გარდაცვლილი – 778 ადამიანია.