გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა გაიზარდა.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 29 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
გასული 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 1 791 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა 28 ადამიანი. გამოჯანმრთელდა 2 413 პირი.
საქართველოში კორონავირუსი სულ 40 727 ადამიანს დაუდასტურდა, გამოჯანმრთელდა – 25 104, გარდაიცვალა – 335.