გურიაში, ამ კვირის განმავლობაში თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. თუმცა, 20 იანვრის საღამოდან 21 იანვრის დღის პირველ ნახევრამდე კვლავ აღმოსავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი იქროლებს – ამის შესახებ “გურია ნიუსს” გარემოს ეროვნული სააგენტოს მოკლევადიანი ამინდის პროგნოზის ბიუროს ხელმძღვანელმა, დოდო გვაზავამ განუცხადა.
“ამ კვირის განმავლობაში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა მოიმატებს +16, +18 გრადუსამდე. მინიმალური ტემპერატურა დაახლოებით +3, +5 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი. აგრეთვე უნდა ავღნიშნოთ, რომ 20-21 იანვარს კვლავ გაძლიერდება დასავლეთის მიმართულების ქარი. დროგამოშვებით შეიძლება 28 მ/წმ-ამდე გაძლიერდეს”,_ ამბობს გვაზავა.