ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ სილაურში, მდინარე სუფსის ხიდის მიმდებარედ, ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, შპს „ქიუ ემ სის“ მიერ სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშა-ხრეშის) გადამუშავების საწარმოა მოწყობილი, რომელმაც სამშენებლო, ინერტული მასალების დახარისხება და დამუშავება უნდა მოახდინოს. თუმცა, როგორ „ახარისხებს“, ამაზე ბაილეთისა და სილაურის მცხოვრებლებს უნდა მოუსმინოთ, რომლებიც საპროტესტო აქციისთვის ემზადებიან:
„კაპიტალური გზა რომ გაკეთდა ჩვენს სოფლებში, რა აზრი აქვს? კი დახეთქეს და მოსპეს ამ უზარმაზარმა სატვირთოებმა . 80 ტონა სიმძიმეს როგორ უძლებს ეს საცოდავი ხიდი და გზა, სასწაულია“, „ვანდალებს არ დაუჩეხიათ ასე გიბრალტარი, რაც ამგენმა სუფსის კალაპოტს უყვეს, “ „ქვსკნელი ამოაქვთ სუფსის ფსკერიდან“, „ მდინარე შუაზე გაჩეხეს, ხრეშით ამოავსეს და ორ მხარეს შორის ე.წ. ხიდი გააკეთეს,“ „ასეთი მიდგომით ბევრად მეტი ქვიშა ამოიღეს, ამოიტანეს ხელისგულზე კალაპოტის ფსკერი,“ ესენი რა ჯიშის ხალხია“? „რომ არ გაცდნენ და დღე-ღამის განმავლობაში გადაბმულად იმუშაონ, საწვავი ადგილზე მიეწოდებათ. ნახეთ, ცისტერნებიანი მანქანები როგორ ემსახურებათ ადგილზე“,, „ამ ქვეყანას გარემოს დაცვის სამინისტრო ჰყავს თუ ვანდალების მაოხრებელი დანაყოფი? “ -ასეთი ემოციით დაგვხვდნენ გაბრაზებული ბაილეთელები სოფლის ცნტრში, რომლებიც შველას ითხოვენ და უახლოეს დღეებში საპროტესტო აქციას გეგმავენ.
ჩვენის მხრივ, გადავწყვიტეთ, სოფელ ბაილეთსა და სილაურის საზღვართან, სუფსაზე მდებარე ხიდთან, რამდენიმე წუთით შევჩერებულიყავით და დაგვეთვალა მძიმე სატვირთო მანქანები, რომლებსაც ქვიშა-ხრეში გადააქვთ. ერთ საათში, სულ ცოტა ათი სატვირთო ამოდის კარიერიდან.
„იცით, რა მოიფიქრეს? ღამით მუშაობენ, ამოიტანეს დედომიწა, ხრეშს გორებად აგროვებენ, რომ დაიწრიტოს და დილიდან უკვე შეუსვენებლად გააქვთ. გაგვაგებინეთ, რომ განგრევენ, ისეთს რას აშენებენ? ახლადდაგებული გზები დასკდა დაიბარა, ხიდის კიდე ჩაინგრა, სახლები დაიბზარა. გაგვეცალონ ან უმკაცრესი კონტროლი მოხდეს. შენების წინააღმდეგი არავინაა და ხალხს ნუ გვააბდლებენ“ ,_ გვითხრეს აქ.
„გურია ნიუსი“ ვრცლად ამის შესახებ, მალე საგაზეთო წერილში გიამბობთ, ხოლო დაგეგმილი აქციის და თანმხლები მოვლენების შესახებ ინფორმაციას, ოპერატიულად მიაწვდის მკითხველებს.