გასულ 24 საათში, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 64 შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სულ საქართველოში ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 201 368 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 169 282 შეადგენს. გარდაიცვალა 1 953 მოქალაქე.