დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გურიის განყოფილების ხელმძღვანელის არჩილ მჟავიას ინფორმაციით, გურიაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ოთხი ადამიანი არის.
“ოთხიდან ერთი არის ჩოხატაურში მცხოვრები. ეს ის გოგოა, რომელსაც გურიაში პირველად დაუფიქსირდა კორონავირუსი. დანარჩენები ოზურგეთის მუნიციპალიტეტიდან არიან. ოთხივე მათგანი ქორწილის კლასტერი იყო“, – აღნიშნა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს არჩილ მჟავიამ.