დღე-ღამის განმავლობაში, გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 5 შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელმა მარინა ენდელაძემ განაცხადა.
სულ კი ქვეყანაში 471 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რომლის უმეტესობაც აჭარაში დაფიქსირდა.
„აჭარაში გამოვლინდა 360 შემთხვევა, თბილისში 57, სამეგრელო-ზემო სვანეთში 22, იმერეთში 11, ქვემო ქართლსა და კახეთში 6-6 შემთხვევა, გურიაში 5, მცხეთა-მთიანეთში 3, სამცხე-ჯავახეთში კი ერთი ახალი შემთხვევა“ – განაცხადა მარინა ენდელაძემ.