გურიაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე მატულობს.
გასული 24 საათის განმავლობაში, რეგიონში ინფიცირების 47 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.
ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 44522 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 28633-ს შეადგენს. გარდაიცვალა 362 მოქალაქე.