გურიაში კორონავირუსით კიდევ 1 ადამიანი გარდაიცვალა.
გარდაცვლილი ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭანიეთის მკვიდრია.
როგორც „გურია ნიუსს“ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში უთხრეს, გარდაცვლილი ასაკოვანი ქალია. ის სამკურნალოდ ბათუმში იყო გადაყვანილი.