24 საათის განმავლობაში გურიაში გამოვლენილია კორონავირუსით ინფიცირების 76 შემთხვევა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში სულ კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევაა- 66561, მათ შორის გამოჯანმრთელებული – 49811, გარდაცვლილი – 566 პაციენტია.

































































